იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

აქცია საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად

27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს – აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა.

გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.

დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს – ქართველები შინ დავბრუნდეთ.

ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ.

27 სექტემბერს, 21:00 საათზე საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად, რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ.

შემოგვიერთდით.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი, უკრაინელი აქტივისტები საქართველოში

კომენტარები