ევროპული საქართველო

ბოკერია რევოლუციურ სცენარზე: გოგაშვილისგან არაფერს ახალს არ ვიგებთ

არაფერს ახალს არ ვიგებთ [სოსო გოგაშვილისგან]. ყველამ, მთელმა საზოგადოებამ, ვინც ადევნებს თვალყურებს და ვინც ოდნავ მაინც პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შეხედავს ამას, იცის, რომ რევოლუციურ სცენარზე ქართული ოცნების განცხადებები მოგონილია კამპანიისთვის და რომ მერე უკანონო მეთოდებით ხდება ამ ყველაფრით მანიპულირება. უბრალოდ, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამას ადასტურებს, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს ყურადღებას. ეს არის ერთი ნაწილი, ოღონდ სერიოზული ნაწილი იმ უზარმაზარი პრობლემების რიგში, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის – არა ერთადერთი. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის რევოლუციის განხორციელებაზე საუბარი არ ყოფილა და ეს ყველაფერი ქართული ოცნების მიერ მათ გაშავებას ემსახურება. 

კომენტარები