რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბაიდენი: უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ დიდი გზაა

ჯო ბაიდენი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Susan Walsh/AP

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.

"აშკარაა, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ უკრაინის ომში გარდამტეხი მომენტი დგას, ბაიდენმა უპასუხა, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან რთული სათქმელია.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთაანვე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები