ევროპული საქართველო

ბოკერია: შემოსავლების ზრდას უსწრებს ფასების ზრდა, ეს ივანიშვილის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია

ჩვენ თუ დავითვლით ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლიდან, ვნახავთ, რომ ინფლაციას და ეკონომიკურ ზრდას თუ შევადარებთ, პირველი გადაწონის მეორეს.

ახლა განსაკუთრებით ფაზაშია ეს ყველაფერი. შემოსავლების ზრდას უსწრებს ფასების ზრდა და ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის პოლიტიკისა: გადასახადების არ დაწევის, მთავრობისა და ბიუროკრატიის ზომის ზრდის, კორუფციისა და ამ თვალსაზრისით ხედვის უქონლობის. ამის ფასს ვიხდით ყველანი, ანუ მთავრობა, რეალურად ყველას, განსაკუთრებით საშუალო კლასსა და გაჭირვებულ ადამიანებს სხვადასხვა დოზით ჯიბიდან აცლის ფულს მთელი ამ წლების განმავლობაში.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეკონომიკურ ზრდაზე პრემიერმინისტრის განცხადების შესახებ.

კომენტარები