ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ.
tbl.ge/64mu
დაკოპირდა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე".
ამავე თემაზე
- დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა – საქსტატი
- საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა
- სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა – საქსტატი
- აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა – საქსტატი
- მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2 %-ით გაიზარდა – საქსტატი




