კანადა

კანადის კონსერვატიული პარტიის ლიდერი პიერ პოლიევრი იქნება

Sean Kilpatrick/Canadian Press

კანადის კონსერვატიულმა პარტიამ პიერ პოლიევრი პარტიის ხელმძღვანელად აირჩია. პოლიევრმა პარტიის ხელმძღვანელობა პირველი კენჭისყრით მოიპოვა და პარტიის წევრების ხმების 68%-ით ცენტრისტი კანდიდატი დაამარცხა.

43 წლის პოლიევრი პრემიერმინისტ სტივენ ჰარპერის მთავრობაში კაბინეტის მინისტრი იყო. იგი ემხრობოდა კანადელებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სავალდებულო ვაქცინაციას და მხარს უჭერდა სატვირთო კოლონას, რომელმაც კოვიდშეზღუდვების გაპროტესტების მიზნით კანადის დედაქალაქისა და აშშ-სთან საზღვრის პარალიზება შეძლო.

პოლიევრმა მოიგო პარტიული ბაზა, მოიპოვა დიდი რაოდენობის ხალხის მხარდაჭერა და კონსერვატიულ პარტიას დაურეგისტრირა ათასობით ახალი წევრი.

პოლიევრი ითხოვს კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის გათავისუფლებას და მას ტრუდოს პირად "ბანკომატს" უწოდებს. ის პირობას დებს, რომ კანადის სამაუწყებლო კორპორაციას დააფინანსებს.

ლიბერალებმა და  ახალმა დემოკრატებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტრუდოს პარტია ძალაუფლებას 2025 წლამდე შეინარჩუნებს. ტრუდომ განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებისთვისაც თავის პარტიას უხელმძღვანელებს. 

კომენტარები