ტაივანი-ჩინეთი

ტაივანელმა სამხედროებმა ჩინურ უპილოტო საფრენ აპარატს ესროლეს

ტაივანის სამხედრო ძალებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს ჩინურ უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც კინმენის კუნძულების სანაპიროს მიუახლოვდა. 

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინვენმა ტაივანის სამხედრო ძალებს ჩინეთის მხრიდან პროვოკაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.

აგვისტოს დასაწყისში პელოსის კუნძულზე ვიზიტის შემდეგ პეკინმა გააძლიერა სამხედრო მანევრები სრუტესა და მის საჰაერო სივრცეში.

5 აგვისტოს ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა. 4 აგვისტოს კი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები