სირია

სირია ისრაელს მორიგ საჰაერო იერიშში ადანაშაულებს

ფოტო, სავარაუდოდ, იერიშის ადგილიდან

სირია ისრაელს მორიგ საჰაერო იერიშში ადანაშაულებს. სირიული მედიის მტკიცებით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი სამოქალაქო პირი.

სირიული მხარის ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ მასიაფთან მოხდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. 

სირიის სმთავრობო მედიის, SANA-ს ინფორმაციით, ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა რაკეტები ხმელთაშუაზღვიდან ისროლეს, ტარტუსის პორტის მიმართულებიდან და სამიზნე ჰამას რეგიონში მყოფი რამდენიმე ობიექტი იყო. 

სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, შენობები, რომლებზეც იერიში მიიტანეს, დაზიანდა და გაჩნდა ხანძარი. 

სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შემდეგ აფეთქებების ხმები ისმის, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ სამიზნე საბრძოლო მასალის საწყობი იყო. 

მასიაფის რაიონი, რომელიც, სავარაუდოდ, ირანის ძალებისა და პროირანული დაჯგუფებების ბაზების ადგილია, გასულ წლებში არაერთხელ გამხდარა ისრაელისთვის მიწერილი იერიშების სამიზნე.

როგორც ძირითად შემთხვევებში, ისრაელის თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

გასულ დღეებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ სირიაში "ისრაელის იერიშების სახიფათო პრაქტიკას" და იერუსალიმს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

რუსეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად სირიის კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო.

კომენტარები