ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

21 იანვრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0794 ლარია, ევროსი კი – 3.4908 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.0825 ლარი იყო.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღის ბოლოსთვის 3.4908 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ 0.72 თეთრით გამყარდა.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც და ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2297 ლარს შეადგენს. ფუნტის მიმართ კი ეროვნული ვალუტა გამყარდა, რომლის გაცვლითი კურსი 4.1791 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 22 იანვრიდან შევა.

კომენტარები