ესტონეთი-რუსეთი

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს, ძველ ვიზებს აუქმებს

18 აგვისტოდან ესტონეთის მთავრობის განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა და ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზით ქვეყანაში შესვლა იზღუდება.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ისაუბრა. 

"ცხადი მესიჯი არის ის, რომ ხვალიდან, ფაქტობრივად, სანქციებს ვუწესებთ ყველა ვიზას, რომლებიც აქამდე გავეცით. ხალხი, ამ სანქცირებული ვიზებით, ესტონეთის ტერიტორიაზე აღარ დაიშვებიან". – თქვა რეინსალუმ. 

რეინსალუს თქმით, უკრაინის ომის ფონზე, რასაც მან გენოციდი უწოდა, ეს ქმედება ვალდებულება იყო. 

ვიზების სანქცირებაზე გამონაკლისი ეხებათ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც ესტონეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება აქვთ, ან აქ ახლო ნათესავები ჰყავთ. ასევე, შეზღუდვა არ ეხებათ პირებს, რომლებიც ესტონეთში ჰუმანიტარული მიზნებით მიემგზავრებიან და აქვთ შენგენის ზონაში გადაადგილების კანონიერი უფლება.

კომენტარები