ესტონეთი-რუსეთი

8 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის საზღვარზე სრულ საბაჟო შემოწმების კონტროლს დანერგავს

Priit Mürk/ERR

8 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის საზღვარზე სრულ საბაჟო შემოწმების კონტროლს დანერგავს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ესტონეთში 8 აგვისტომდე რუსეთის საზღვრის გადამკვეთი ყველა მოგზაურისთვის სავალდებულო საბაჟო კონტროლი ამოქმედდება, რათა რუსეთს მეტად გაურთულდეს სანქციებისგან თავის არიდება. ამის შესახებ ცაჰკნამ თავის X-ზე დაწერა.

"8 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის საზღვარზე სრულ საბაჟო კონტროლს აამოქმედებს იმის უკეთ წარმოსაჩენად, რომ ჩვენ რუსეთის საომარ მანქანას არ ვკვებავთ და არ ვეხმარებით აგრესორს სანქციებისგან თავის არიდებაში.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში და გავუზარდოთ რუსეთს ომის ფასი". - წერს ცაჰკნა.

 

კომენტარები