ტარტუს საგრაფოს სასამართლომ რუსეთისა და ესტონეთის მოქალაქეს, ანდრეი მაკაროვს სახელმწიფოს ღალატის საქმეზე 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდების მიხედვით, მაკაროვი რუსულ სპეცსამსახურებთან რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, მათ შორის, 2022 წელს მაკაროვი სხვა პირების დახმარებით სამხედრო ტექნიკის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და მონაცემებს რუსეთის ფედერაციას გადასცემდა.
ადგილობრივი გამოცემა ERR-ს ცნობით, 2024 წლის დასაწყისში მაკაროვმა ტარტუში უკრაინული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილი დაწვა და ცდილობდა ინციდენტი პრორუსულ პარტია KOOS-თან დაეკავშირებინა. ამ მიზნით მან მანქანაზე პარტიის სახელი ამოკაწრა და ასევე, ნავთით სავსე ბოთლზე დატოვა წარწერა, სადაც უკრაინელებს "სახლში დაბრუნებისკენ" მოუწოდებდა.
გარდა ამისა, მაკაროვს ბრალი წაუყენე რუსი სამხედრო მფრინავის თვალთვალისთვის, რომელმაც რუსეთი დატოვა და ლიტვაში გადავიდა. ბრალდების მტკიცებით, 2024 წელს მაკაროვი ვილნიუსში ჩავიდა და ყოფილი მფრინავის გადაადგილებას აკვირდებოდა.
სასამართლომ დადგენილებით, რომ მაკაროვმა სახელმწიფო ღალატი განზრახ ჩაიდინა და "მისი ქმედებები იდეოლოგიურ შეხედულებებს ემყარებოდა".





