ესტონეთი-რუსეთი

ესტონეთში რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს

Raigo Pajula/AFP/Getty Images

ესტონეთის ხელისუფლებამ ექვსი ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობაში. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის უსაფრთხოების სამსახური პრესრელიზში ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდში ესტონეთში რუსული სპეცსამსახურის სახელით მოქმედებისთვის 10 ეჭვმიტანილი დააკავეს. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახური მათ ვინაობას არ ასახელებს - მხოლოდ აზუსტებს, რომ ეჭვმიტანილებს შორის არიან როგორც რუსეთის, ასევე ესტონეთის მოქალაქეები.

როგორც ესტონური მხარე აღნიშნავს, გამოძიების თანახმად, დაკავებულები მონაწილეობდნენ "ჰიბრიდულ ოპერაციაში" ესტონეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო "შიშის დათესვა და დაძაბულობის შექმნა ესტონეთის საზოგადოებაში". მათივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, ეჭვმიტანილები აგროვებდნენ ინფორმაციას ტერაქტების მომზადებისთვის. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი ტერაქტის განხორციელება შეძლეს. 

რუსეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები