სპორტი

სერენა უილიამსი ჩოგბურთელის კარიერას ასრულებს

Getty Images

ჩოგბურთელი სერენა უილიამსი სპორტულ კარიერას ასრულებს. უილიამსის თქმით, ის სპორტს 2022 წლის აშშ-ს ღია პირველობის ტურნირის შემდეგ დატოვებს, რათა ფოკუსირდეს "სხვა ისეთ საკითხებზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია".

გრანდ სლემის 23-გზის ჩემპიონი ჩოგბურთელი Vogue-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, ის შეეცდება გაიმარჯვოს აშშ-ს ღია პირველობის ტურნირზე, თუმცა დროა, რომ "სხვა მიმართულებით იმოძრაოს".

Instagram-ზე მისი გამოსახულებით Vogue-ის სექტემბრის ნომრის ყდის გამოქვეყნებასთან ერთად უილიამსი წერს, რომ ეს რთული დროა, თუმცა ახლა მისთვის სხვა მიმართულებით სვლაა საჭირო.

ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობა 29 აგვისტოს დაიწყებდა და 11 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები