სპორტი

რუსი მოციგურავეები სომხეთის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას – რუსული მედია

რუსი მოციგურავეები სომხეთის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ინფორმაცია სპორტულმა აგენტმა და პროდიუსერმა, არი ზაქარიანმა დაადასტურა.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტურნირში მონაწილეობას ის სპორტსმენები მიიღებენ, რომლებიც პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე არ ასპარეზობდნენ. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 28 თებერვალს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) სპორტულ ფედერაციებს მიმართა და ურჩია, არ დაეშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა.

1 მარტს მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუსი და ბელარუსი მოციგურავეები შეჯიბრებიდან მოხნა. სანქციების გამო რუსმა მოციგურავეებმა მონპელიესა და ტალინში ჩემპიონატი გამოტოვეს. 

კომენტარები