სპორტი

მოცურავე, რომელმაც აუზში გონება დაკარგა, მწრთვნელმა გადაარჩინა

Europop

ბუდაპეშტში 2022 წლის წყლის სპორტის სახეობათა ჩემპიონატი მიმდინარეობს. სინქრონული ცურვის შეჯიბრზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

ამერიკელმა მოცურავემ, ანიტა ალვარესმა გონება დაკარგა და საცურაო აუზში ჩაიძირა. სპორტსმენი მისმა მწრთვნელმა და აშშ-ს ნაკრების ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაარჩნეს. წყლიდან ამოყვანის შემდეგ ალვარესს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის სპორტსმენის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ექიმების აზრით მომხდარი სტრესს უკავშირდება.

ალვარესმა აუზში ორიენტაცია დაკარგა, მაგრამ გამოსვლა მაინც გააგრძელა, ცოტა ხანში მოცურავე გაითიშა. მწრთვნელის თქმით ეს პირველი შემთხვევა არ არის, ალვარესს წყალში გონება ადრეც დაუკარგავს.

 

კომენტარები