იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

ჩერგოლეიშვილი: ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად საუკეთესო იარაღი სიმართლეა

ყველა ავტორიტარული რეჟიმი, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმი დგას შიშის კულტივაციაზე, ხოლო დღეს ყველაზე აქტუალური ომის შიშია და ძალიან პრიმიტიულად, ინტენსიურად, გვათავზობს ნარატივს, რომ თუ თვითონ არ იქნება, ომი იქნება და ჩვენ ამ შიშის მძევლები უნდა ვიყოთ. ყველაზე ეფექტური რაც შეიძლება ამას დაუპირისპირო, არის სიმართლე. ჩვენ დღეს შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ისტორია. ფილმის სახელწოდებაა - რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, სადაც 35 წუთში  ნაჩვენები იქნება ის ყველაფერი, რაც რუსეთმა ჩვენ დაგვმართა იმისთვის, რომ სწორი წარმოდგენა შეგვექმნას ჩვენ თვითონ - ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი მეგობარი. აქ არ იქნება არანაირი მითითება, აქ არ საუბრობს არცერთი პოლიტიკოსი, აქ არ არის რაიმე ტიპის ნარაცია. აქ არის საუბარი იმაზე, რაც რეალურად მოხდა, რასაც გვიყვებიან თვითმხილველები. ვფიქრობ, ყველაზე კარგი იარაღი რაც შეიძლება ამ აღვირახსნილ ანტიდასავლურ პროპაგანდას დავუპირისპიროთ, არის სიმართლე და ამ ფილმის შედეგად მეტი ადამიანი გადაიაზრებს იმ საფრთხეს, რის წინაშეც ჩვენ ივანიშვილის რეჟიმი გვტოვებს, როდესაც დასავლეთისგან გვაუცხოებს.

ტაბულას დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის ფარგლებში ფილმის ჩვენების დაწყებამდე. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ ფილმის ჩვენება იმართება.

კომენტარები