დღეს არის დღე და ბოლო ფურცელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ადამაინები თავს სწირავდნენ. ბოლო ფურცელი იყო დღეს, 7 აგვისტოს ჩვენი მთავარი გარე მტრის აგრესიისა და ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ეს ბრძოლა, რომელსაც ამ ხალხმა თავი შესწირა არ დამთავრებულა, გრძელდება და ის, რაც უკრაინაში დღეს ხდება, არის იმავე ბრძოლის გაგრძელება. ჩვენი ვალია, ამ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს და არავის მივცეთ საშუალება ქვეყნის გარეთ, ან შიგნით, რომ ჩვენი თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს.
აგვისტოს ომი
ბოკერია: რაც უკრაინაში ხდება, 2008 წლის გაგრძელებაა, ჩვენი ვალია, მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს
tbl.ge/63n2
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე.
-
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა . რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
- 7 მითი აგვისტოს ომზე
შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – აქციას გამართავს. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.
ამავე თემაზე
- მედვედევი: ქართულ ოცნებას ესმის, რომ ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებლები არიან
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა
- კანდელაკი სტრასბურგზე: ჩვენი მთავრობა სოროშია ჩამძვრალი და იქცევა როგორც რუსეთის სატელიტი
- სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო
- ილვესი: საქართველოს მთავრობა რუსეთთან ერთად არ ეთანხმება მსოფლიოს, რომ ომი 7-ში დაიწყო