ავღანეთი

ქაბულში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 22 – დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 22 - დაშავდა

ბომბი ქალაქის დასავლეთით აფეთქდა, სადაც რეგულარულად იკრიბებიან შიიტი მუსლიმი თემის წევრები. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

აფეთქება ქვაბულში გუშინ, 7 აგვისტოსაც მოხდა. შემთხვევას რვა ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. 

ე.წ. ისლამური სახელმწიფო არ აკონტროლებს არცერთ ტერიტორიას ავღანეთში, მაგრამ ისინი თავს ესხმიან რელიგიურ უმცირესობებს ქვეყანაში. 

განახლებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა დაახლოებით შიიტური თემი 39-მილიონიანი მოსახლეობის 10-20%-ს, მათ შორის სპარსულად მოლაპარაკე ტაჯიკებს და პუშტუნებს, ასევე ჰაზარებს.

კომენტარები