რუსეთი-თურქეთი

ერდოღანი პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანი და პუტინი რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებსა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას განიხილავენ.

ბოლო ორ კვირაში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა მეორე პირისპირ ურთიერთობა იქნება. ისინი ბოლოს ივლისში თეირანში, სირიის საკითხზე ასტანას ფორმატის მოლაპარაკებების დროს შეხვდნენ. 

მოსალოდნელია, რომ განსახილველი საკითხები სირიის კრიზისი, რუსეთ-უკრაინის ომი იქნება. ასევე დღის წესრიგში იქნება თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის კუთხით. პრეზიდენტის ადმინისრაციის განცხადებით, ლიდერები შეაფასებენ ორმხრივ კავშირებს, ძირითადად ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებში.

კომენტარები