ავღანეთი

ირანი-ავღანეთის საზღვარშე შეტაკება მოხდა, რასაც ერთი თალიბი ემსხვერპლა

ირანელი მესაზღვრეები პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან, 2011 წელი
AP Photo/Vahid Salemi

31 ივლისს ავღანეთის თალიბანის ძალებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის საზღვარზე შეტაკება მოხდა.

თალიბანი აცხადებს, რომ მათი ერთი მებრძოლი დაიღუპა. შეტაკება ავღანეთის ნიმროზის პროვინციისა და ირანის ჰირმანდის რეგიონის საზღვარზე მოხდა.

შეტაკებაზე ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა საზღვარზე რამდენიმე შეტაკება აქამდეც მოხდა. ჯერჯერობით ბოლო შეტაკების გარემოებები უცნობია. 

ირანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც თალიბები ცდილობდნენ საკუთარი დროშა აღემართათ ტერიტორიაზე, რომელიც ავღანეთს არ ეკუთვნოდა. ირანული მედიის ცნობითვე, მხარეებს შორის ცეცხლი რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

გასულ თვეში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამავე რეგიონში შეტაკების შედეგად ირანელი მესაზღვრის დაღუპვაზე აცხადებდა ინფორმაციას.

კომენტარები