ტაივანი

ტაივანის წვრთნების პარალელურად, ჩინეთი საკუთარ სამხედრო ვარჯიშებს ატარებს

ჩინელი სამხედროები

ტაივანის ყოველწლიური ერთკვირიანი წვრთნების პარალელურად, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში ამბობენ, რომ სამხედრო ვარჯიშებს თავადაც მართავენ.

ჩინეთის არმიაში როგორც ამბობენ, საცეცხლე წვრთნები პინგტანგის კუნძულთან ახლოს ტარდება. გემებს აფრთხილებენ, რომ მიმდებარე ტერიტორიებს მოერიდონ. ასეთ წვრთნებში არტილერიასაც იყენებენ ხოლმე.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ტაივანს შესაძლოა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ეწვიოს, რაზეც, წინააღმდეგობის გამო, ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებდა და ემუქრებოდა

თუ ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა, ის 1997 წლის შემდეგ ამერიკის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იქნება, რომელიც კუნძულს ეწვია. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები