სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 ივლისს, 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია.

"10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა". - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები