რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ოკუპირებულ ხესრონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

რუსი ოკუპანტი ხერსონთან

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ოფიციალური პირები ხერსონის ოლქში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმს 2022 წლის შემოდგომას ჩაატარებენ. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი, სავარაუდოდ, რეგიონზე კონტროლის ლეგიტიმაციის მცდელობაში ფსევდოკონსტიტუციურ კენჭისყრას ანიჭებს უპირატესობას.

2022 წლის 28 ივნისს ქალაქ ხერსონის არჩეული მერი, იჰორ კოლიხაევი დააკავეს. ოკუპირებული ოლქის ტერიტორიებზე შეიარაღებული თუ მშვიდობიანი წინააღმდეგობა გრძელდება.

ხერსონის ოლქი რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ოკუპირებულია. მოსალოდნელია, რომ რუსეთი სასურველი შედეგის მისაღებად კენჭისყრის გაყალბებისთვისაც მზად იქნება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

კომენტარები