რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს – მერის მრჩეველი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს - ინფორმაციას მერის მრჩეველი, გალინა ლიაშევსკაია ავრცელებს

როგორც ლიაშევსკაია განმარტავს, კოლიხაევი ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებალეში თანამშრომლებთან მივიდა, რა დროსაც ოკუპანტებმა დააკავეს, შეამოწმეს მისი კომპიუტერი, დოკუმენტები, შემდეგ კი წაიყვანეს ავტობუსით, რომელსაც Z სიმბოლო ჰქონდა. 

მერის მრჩეველი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა წერილი მიიღო ხერსონის ე.წ. მერისგან, რომელიც თანამშრომლობას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით ემუქრებოდა. კოლიხაევმა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები