ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ფინეთის საგარეო: თურქეთთან კონკრეტული პირების ექსტრადირებაზე არ გვისაუბრია

პეკკა ჰაავისტო

ფინეთს და თურქეთს NATO-ს მადრიდის სამიტზე არცერთი პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადირებაზე საუბარი არ ჰქონიათ ექსტრადირებაზე არანაირი საუბარი არ ჰქონდათ. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ისაუბრა.

"შევთანხმდით, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ხელმოწერილი ტექსტი და ყველაფერი რაზეც შევთანხმდით,  ამ ტექსტშია. [...] მადრიდში ჩვენ არ გვქონდა განხილვა არცერთ პიროვნებებზე ან რაიმე სიაზე". – თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ფინეთმა და შვედეთმა უნდა შეასრულონ ექსტრადირების შესახებ მოლაპარაკებების დროს მიცემული დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის პარლამენტი მათ NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობას დაბლოკავს. მისი თქმით, შვედეთი დაპირდა, რომ მოახდენენ ანკარას მიერ ტერორისტებად გამოცხადებული 73 პირის თურქეთში ექსტრადირებას.

მემორანდუმში, რომელიც თურქეთმა სტოკჰოლმთან და ჰელსინკისთან გააფორმა, ნახსენები არაა 73 პირის გადაცემის შესახებ, თუმცა ნათქვამი იყო, რომ ფინეთი და შვედეთი მოაგვარებდნენ თურქეთის მოთხოვნებს დეპორტაციებსა და ექსტრადიციებთან დაკავშირებით.

"შვედეთმა მოგვცა პირობა, რომ 73 ტერორისტი თურქეთში ექსტრადირებული და დადეპორტებული იქნება... ვნახავთ გადმოგვცემენ თუ არა". – თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება "არ მოხდება", თუ პარლამენტი შეთანხმებას რატიფიკაციას არ განახორციელებს.

"შვედეთმა და ფინეთმა პირობა უნდა შეასრულონ. თუ ასე არ იზამენ, პარლამენტში [რატიფიკაცია] ვერ შედგება". – თქვა ერდოღანმა. 

კომენტარები