ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ერდოღანი ფინეთ-შვედეთს აფრთხილებს, რომ თუ პირობას არ შეასრულებენ, NATO-ს წევრობას დაბლოკავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მადრიდის სამიტზე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთი დაპირდა, რომ მოახდენენ ანკარას მიერ ტერორისტებად გამოცხადებული 73 პირის თურქეთში ექსტრადირებას. ერდოღანის თქმით, თუ ეს პირობა არ შესრულდება, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ თურქეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობა დაბლოკოს. 

მემორანდუმში, რომელიც თურქეთმა სტოკჰოლმთან და ჰელსინკისთან გააფორმა, ნახსენები არაა 73 პირის გადაცემის შესახებ, თუმცა ნათქვამი იყო, რომ ფინეთი და შვედეთი მოაგვარებდნენ თურქეთის მოთხოვნებს დეპორტაციებსა და ექსტრადიციებთან დაკავშირებით.

"შვედეთმა მოგვცა პირობა, რომ 73 ტერორისტი თურქეთში ექსტრადირებული და დადეპორტებული იქნება... ვნახავთ გადმოგვცემენ თუ არა". – თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება "არ მოხდება", თუ პარლამენტი შეთანხმებას რატიფიკაციას არ განახორციელებს.

"შვედეთმა და ფინეთმა პირობა უნდა შეასრულონ. თუ ასე არ იზამენ, პარლამენტში [რატიფიკაცია] ვერ შედგება". – თქვა ერდოღანმა. 

კომენტარები