ტერორიზმი

2015 წლის პარიზის ტერაქტების ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

BBC

2015 წელს პარიზში რამდენიმე ტერორისტული აქტის ერთადერთ ცოცხალ მონაწილეს და ორგანიზატორს, სალაჰ აბდესლამს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

თანამედროვე ფრანგული სასამართლო სისტემის ისტორიაში ეს მეოთხე შემთხევაა, როდესაც ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა გასაჩივრების უფლების გარეშე მიესაჯა.

2015 წელს პარიზში მომხდარი ტერაქტების საქმეში აბდესლამის გარდა ოცი ეჭვმიტანილი ფიგურირებდა. აბდესლამის გარდა სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მის თანამზრახველს, მუჰამედ აბრინის, თუმცა მას 22 წლის გასვლის შემდეგ გასაჩივრების უფლება აქვს დატოვებული. დანარჩენებს ტერორისტებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ექვსი ბრალდებული დაუსწრებლად გაასამართლეს, ისინი მიმალვაში არიან, დაზვერვის ინფორმაციით რამდენიმე მათგანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული დაბომბვების დროს დაიღუპა.

2015 წლის 13 ნოემბერს ISIS-ის ტერორისტებმა პარიზში ტერაქტების სერია მოაწყვეს: საფრანგეთი-გერმანიის საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას აფეთქება მოხდა სტად დე ფრანსის სტადიონზე, ტერორისტები ასევე თავს დაესხნენ მე-10 და მე-11 ოლქში მდებარე 6 სხვადასხვა კაფის სტუმრებს, იმავე დღეს თავდამსხმელებმა ტყვედ აიყვანეს როკ ჯგუფ Eagles of Heavy Metal-ის კონცერტზე, თეატრ ბატაკლანში მისული მსმენელი. ტერაქტების სერიას სულ 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 90 Eagles of Heavy Metal-ის კონცერტზე დაიღუპა. აბდესლამი ერთადერთი ტერაქტის მონაწილეა, რომელიც ცოცხალი გადარჩა.

კომენტარები