რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხედრო დახმარების ახალი $450 მილიონიანი პაკეტით აშშ უკრაინას სარეკეტო სისტემებს უგზავნის

Tony Overman/The Olympian via AP, File

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას $450 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, აშშ უკრაინას დამატებით შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის.

უახლესი პაკეტი მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას - HIMARS. აშშ-მ უკრაინას უკვე გაუგზავნა ოთხი HIMARS. 

დახმარების $450 მილიონიანი პაკეტის გათვალისწინებით, ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ 40-ზე მეტ მოკავშირესა და პარტნიორთან ერთად აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, მისი სუვერენული ტერიტორიის დაცვისა და ბრძოლის ველზე ძლიერი გამარჯვების მოსაპოვებლად.

კომენტარები