რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: HIMARS-ი უკრაინაშია, მადლობა ამერიკელ კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს

HIMARS-ის სისტემა
Lockheed Martin

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS).

"HIMARS-ი უკრაინაში ჩამოვიდა. მადლობა ჩემს ამერიკელ კოლეგასა და მეგობარს, უსაფრთხოების მდივანს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი დანადგარებისთვის! ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება, ზოგიერთებისთვის კი უკანასკნელი". – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.

აშშ-მ უკრაინისთვის HIMARS-ის სისტემის გადაცემა ივნისის დასაწყისში გადაწყვიტა. უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ები შეიარაღებულია რაკეტებით, რომლებსაც დაახლოებით 70 კმ.-ს რადიუსზე სროლა შეუძლიათ.

უკრაინა ამერიკულ HIMARS-ებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს (MLRS) მას შემდეგ ითხოვდა, რაც რუსეთთან ომის მეორე ფაზა დაიწყო და მოსკოვმა ინტენსიური თავდასხმები დონბასის რეგიონში დაიწყო.

კომენტარები