სალომე ზურაბიშვილი

კობახიძე ზურაბიშვილზე: ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში, გაუგებარია გადაწყვეტილება

ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო.  კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტი მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან. 

მისივე თქმით, კანონპროექტან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვებზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზეციების მხირდან არც ერთი კომენტარი და შენიშვნა არ ყოფილა. 

"მეორე მოსმენა როცა გაიმართა პარლამენტში, არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, არც ერთი კითხვა არ დასმულა. როდესაც კანონპროექტის განხილვა გრძელდება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ კანონპროექტს, რომელიც არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან. ამის შემდეგ კიდევ ვეტოს ადებენ, ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ეწერება სამართლებრივი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება".- ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ შენიშვნების განხილვის შემდეგ, ვეტო დაიძლევა. 

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. 

ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 

კომენტარები