ისრაელი

ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ქნესეთი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება

ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფთალი ბენეტი და საგარეო საქმეთა მინისტრის იაირ ლაპიდი

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაფიდის თქმით, მაღალჩინოსნები მომავალ კვირას ქნესეთის ნებაყოფლობითი დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის კანონპროექტს წარადგენენ.

ქნესეთის დაშლის შემდეგ, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იაირ ლაფიდი გახდება. 

სამართლებრივი და სადღესასწაული შეზღუდვების გათვალისწინებით, ვადამდელი არჩევნები, ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ 25 რიცხვში ჩატარდება. 

მას შემდეგ, რაც გაიანა რინავიე ზოაბიმ თანამდებობა დატოვა, ისრაელის მმართველი კოალიცია ქნესეთის უმცირესობაში აღმოჩნდა. დეპუტატის გადადგომის შემდეგ ქნესეთში პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტის პარტიას 120 ადგილიდან მხოლოდ 59 დარჩა.

მანამდე, ისრაელის მთავრობა დატოვა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა. სწორედ ამის შედეგად, კოალიციამ ქნესეთში ადგილების უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები