სალომე ზურაბიშვილი

ნონიაშვილი პრეზიდენტზე: ევროპულ საქართველოს მოლოდინი არ გვაქვს, რომ თანმიმდევრული იქნება

პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ერთი ანდაზა მახსენდება: ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო. შესაბამისად, ევროპულ საქართველოს არანაირი მოლოდინები არ გვაქვს, რომ თანმიმდევრული იქნება პოლიტიკურ პროცესში, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელი 2 თვის მანძილზე ძირითადად დაკავებული იყო ხელისუფლებისთვის ნამუსის მოწმენდით საერთაშორისო ასპარეზზე. გვგონია, რომ არავინ უნდა იყოს აღტაცებული და მადლიერი მანამდე, სანამ ის თავის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს არ გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მკაფიოდ და თანმიმდევრულად დასაპირისპირებლად.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 ივნისს, 21:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგი გაიმართება.

კომენტარები