ეკონომიკური ზრდა

პრემიერი: უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენ ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს

საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, არამხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ ზოგადად უკანასკნელ თვეებთან შედარებით.

ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონში მიმდინარე ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა - ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რაც არის უპრეცედენტო.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა. იანვარი-აპრილის საშუალო მაჩვენებელი კი, 10.8%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.  

კომენტარები