სალომე ზურაბიშვილი

წულუკიანი: თუ პრეზიდენტი კრიმინალებს შეიწყალებს, არ შეწუხდეს, როცა ხალხი პასუხს მოსთხოვს

დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი [მთავარი არხის] აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ ყველა არ მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს.  

პრეზიდენტმა [შეწყალებაზე] გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდგომ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს, შეიძლება, არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში. ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი და თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისათვის პასუხს მოსთხოვს. 

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე. "არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!" - დაწერა ზურაბიშვილმა 10 ივნისს, მანამდე კი განაცხადა, რომ "არავის არ უნდა გადავაყოლოთ ევროპული მომავალი – არც სააკაშვილს, არ გვარამიას და არც ივანიშვილს".

კომენტარები