სალომე ზურაბიშვილი

ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა

სამწუხარო არის ის, რომ პირდაპირ, რომ იტყვიან, იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე იმედი მაქვს, რომ იგი გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. ზურაბიშვილმა გუშინ, 10 ივნისს თქვა, რომ ქართული ოცნების წევრების კომენტარები არ აძლევს საშუალებას, დაიცვას საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. 

კომენტარები