ჰარვი ვაინშტაინი

დიდ ბრიტანეთში ჰარვი ვაინშტაინს ახალი ბრალდებები წაუყენეს

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ ყოფილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს ახალი ბრალდებები წაუყენა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში ედება ბრალი. გამოძიების თქმით 1996 წელს პროდიუსერმა ორჯერ, სექსუალურად შეავიწროვა ქალი. დაზარალებულის სახელი ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ინციდენტის მომენტში სავარაუდო მსხვერპლი 20-30 წლის იყო. 

2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

3 ივნისს ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ სააპელაციო სარჩელი არ დაუკმაყოფილა.

კომენტარები