ჰარვი ვაინშტაინი გულის სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად ციხიდან ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ყოფილი პროდიუსერის ადვოკატები ავრცელებენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ მათ კლიენტს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბოლო პერიოდში მკერდის არეში ტკივილს უჩიოდა.
ვაინშტაინი 2020 წელს ნიუ-იორკის სასამართლომ გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოგვიანებით ლოს-ანჯელესის სასამართლომ ყოფილ პროდიუსერს დამატებით 16 წელი მიუსაჯა.
2020 წელს ვაინშტაინი იგივე სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მას არტერიაზე ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა ჰოლივუდის კინომაგნატს დიაბეტი აქვს.