ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინს ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს

npr.com

გამოცემა NBC ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილ პროდიუსერს, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის სასჯელს ნიუ-იორკში, რიკერსის ციხეში იხდის, ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს.

ქრონიკიური მიელოიდური ლეიკოზი – ეს არის ონკოლოგიური დაავადება, რომელიც ძვლის ტვინს აზიანებს. შედეგად ადამიანი მუდმივად გრძნობს დაღლილობას, არ აქვს მადა, სტკივა ძვლები. ლეიკოზის ეს ფორმა ნელა ვითარდება, დაავადების აღმოჩენის საშუალო ასაკი 64 წელია. დროსთან ერთად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

მიმდინარე წლის ივლისში ვაინშტაინმა მძიმედ გადაიტანა Covid-19. ყოფილ პროდიუსერს ფილტვებიდან სისხლის ამოსაღებად ოპერაცია ჩაუტარდა.

10 სექტემბერს ვაინშტაინი გულის სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად ციხიდან ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ყოფილი პროდიუსერის ადვოკატები ავრცელებდნენ.

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი 2020 წელს ნიუ-იორკის სასამართლომ გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარები