საქართველო-ევროკავშირი

იუკნევიჩიენე: თუ ოცნებას მხოლოდ ეს შეუძლია, ვშიშობ, EU-ში საქართველოს მიმართ მცირე იმედია

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე მასსა და ანდრიუს კუბილიუსზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასა და ერთ-ერთი Facebook გვერდის მიერ გაშარჟებულ ფოტოს ეხმაურება.  

"თუ ქართულ ოცნებას მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, კრემლისთვის ჩვეული გზებით, ვშიშობ, ევროკაშირში საქართველოს მიმართ მცირე იმედი არსებობს". - დაწერა მან.   

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს, რასასა და სამადაშვილს შორის". კობახიძემ კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ ერთობლივი ღია წერილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

წერილში ევროპარლამენტარები წერენ, რომ შესაძლოა, ქართველებს მოუწიოთ, აირჩიონ ივანიშვილი, ან ევროპული მომავალი. 

წერილი სრულად - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები