კუბილუსის და რასას განცხადებას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სალომე სამადაშვილს, ან ნონა მამულაშვილს შორის. საზოგადოებამაც ეს უკვე ისწავლა. მარტივად, ისინი არიან ნაცმოძრაობის ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები, ნაცმოძრაობის მეგობრები და რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება.
ევროკავშირი-საქართველო
კობახიძე: განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს, რასასა და სამადაშვილს შორის
tbl.ge/6161
დაკოპირდა

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ ერთობლივი ღია წერილის შესახებ დასმულ შეკითხვას.
ამავე თემაზე
- ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, თუ მთავრობა შეცვლის კურსს - EU ოპოზიციას
- იუკნევიჩიანე: ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო
- მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი - საგარეო ევროპარლამენტის ანგარიშზე
- გორდულაძე: ევროკავშირის ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან დაცლილია
- პაპუაშვილი რეზოლუციაზე: ევროპარლამენტი თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე




