საქართველო-ევროკავშირი

არ გახდება კვლავ EU მშვიდობის პროექტი? ეს გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს - მათიკაშვილი

ივანიშვილის დეპუტატი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

"უსამართლო თავდასხმაზე შეიძლება ერთი პასუხი გაეცეს: არ იქნება ევროკავშირის მხრიდან, ევრობიუროკრატიის მხრიდან დაბრუნება იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებების გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი, არ გახდება კვლავ ევროკავშირი მშვიდობის პროექტი და სამართლიანი მიდგომებით არ ექნებათ ურთიერთობა კანდიდატ ქვეყნებთან?

ეს მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს და გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შემცირდება, რაც ძალიან მძიმე და ცუდია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს ევროკავშირთან.

აქ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი დაიდანაშაულონ განსაკუთრებით ევროპარლამენტარებმა, განსაკუთრებით სააკაშვილის და ქართული აგენტურის მეგობრებმა, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ საქართველოზე, ქართველ ხალხზე თავდასხმით გააპრავონ ის დანაშაულები, რაც ნაცმოძრაობამ 2012 წლამდე ჩაიდინა." - ამბობს მათიკაშვილი მედიასთან.

დღეს, ევროპარლამენტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსა და თურქეთს "მკაფიო გზავნილს" უგზავნის და წერს, რომ დემოკრატიული რეფორმების გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ იქნება.

17 ივნისს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია და პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტია ქართულ ოცნებას ეკისრება

კომენტარები