რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს უკრაინაში ომის გამო რეცესიის რისკის შესახებ აფრთხილებს

ოდესის პორტი
Rick Mave/SOPA Images/LightRocket/Getty Images

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს უკრაინაში ომის გამო ეკონომიკური რეცესიის რისკების შესახებ აფრთხილებს. განცხადების თანახმად, ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ნაკლებგანვითარებული ქვეყნები მძიმე რეცესიის რისკის წინაშე დგანან. 

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის თქმით, ასევე მაღალია მაღალი ინფლაციისა და დაბალი ეკონომიკური ზრდის – ე.წ. სტაგფლაციის რისკი.

"ომი უკრაინაში, ლოკდაუნი ჩინეთში, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და სტაგფლაციის რისკი აფერხებს ზრდას. ბევრი ქვეყნისთვის რეცესიის თავიდან აცილება რთული იქნება". – თქვა მალპასმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები