სალომე ზურაბიშვილი

ღუდუშაური ზურაბიშვილზე: თავი დავანებოთ სასამართლოს განრიგის დაწესებას

როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, თან, მით უმეტეს, ყოფილი დიპლომატი და მაღალი რანგის დიპლომატი, როგორიც ქალბატონი სალომე არის, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას ჩვენ, რომ სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არ არის დროული. 

სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ აზიანებს და აზიანებს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში. ამიტომ, თავი დავანებოთ სასამართლოს განრიგის დაწესებას - რა დროულია, რა არ არის დროული. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. ზურაბიშვილმა გუშინ, 2 ივნისს პალიტრანიუსთან ინტერვიუში მთავარი არხის დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება "პოლიტიკურად დროულად" არ მიაჩნია. 

კომენტარები