რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი 40-ზე მეტი ხომალდის მონაწილებით წვრთნებს იწყებს – რუსეთი

Vitaly Nevar/TASS

რუსეთის სამთავრობო გამოცემა TASS-ის ცნობით, წყნარი ოკეანის ფლოტმა 40-ზე მეტი საბრძოლო ხომალდისა და 20 თვითმფრინავის მონაწილეობით ერთკვირიანი წვრთნები დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ წვრთნები 10 ივნისამდე გაგრძელდება. 

წვრთნებში ჩაერთვება რუსეთის სარდლობის ხომალდი Маршал Крылов, ფრეგატი Маршал Шапошников და დიდი წყალქვეშა გემებისა და კორვეტების ჯგუფი, მცირე წყალქვეშა გემები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, სარაკეტო ნავები და დამხმარე ხომალდები.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები