ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ჯონი დეპი ვერდიქტზე: 6 წლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ცხოვრება დამიბრუნეს

Insider

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდაკარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავი ვერდიქტის გამოტანას არ დასწრებია და პირველი კომენტარი სოციალურ ქსელ Instagram-ში გააკეთა.

"6 წლის წინ, ჩემი შვილების, უახლოესი ადამიანებისა და ზოგადა იმ ადამიანების, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდა, სიცოცხლე სამუდამოდ შეიცვალა.

შეიცვალა თვალის დახამხამებაში.

მედიაში ცრუ, ძალიან სერიოზული და კრიმინალური ბრალდებები გავრცელდა, რასაც ულევი, სიძულვილით აღსავსე კომენტარები მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წინააღმდეგ არანაირი სასამართლო დევნა არ ყოფილა. ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე დამანგრეველი ეფექტი იქონია.

და ექვსი წლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ცხოვრება დამიბრუნეს, რისთვისაც მადლობელი ვარ.

ამ სასამართლო დავის დაწყება, თავისი იურიდიული სირთულეებისა და იმ უსიამოვნო სანახაობის გათვალისწინებით, რომელიც ჩემს ცხოვრებას სპექტაკლად აქცევდა, რთული გადაწყვეტილება იყო.

თავიდანვე ჩემი მიზანი იყო სიმართლის დადგენა. ვალდებული ვიყავი სიმართლე მეთქვა ჩემი შვილებისთვისა და მხარდამჭერებისთვის. როგორც იქნა დავმშვიდდი, ვინაიდან დასახულ მიზანს მივაღწიე

ყველაფერი საუკეთესო წინ არის, ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ.

სიმართლე არასდროს ნადგურდება". – წერს დეპი სოციალურ ქსელში.

გახმაურებული სასამართლო დავის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები