რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Gazprom-მა დანიურ კომპანია Ørsted-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

gazprom.com

დანიური ენერგეტიკული კომპანიის, ორსტედმა დაადასტურა, რომ 1 ივნისიდან Gazprom-ი მას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის მიზეზად ორსტედის მიერ რუბლში გადახდაზე უარის თქმა დასახელდა. 

"ორსტედში, ჩვენ მყარად ვრჩებით ჩვენს გადაწყვეტილების ერთგული, უარი ვთქვათ რუბლში გადახდაზე. მოვლენების ასე განვითარებისთვის ვემზადებოდით, შესაბამისად ჩვენ კვლავ ველით რომ შევძლებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას". – თქვა ორსტედის CEO-მ მადს ნიპერმა.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები