ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოს თავმჯომარე ქართული ოცნების წევრი რამაზ ჯინჭარაძე გახდა

რამაზ ჯინჭარაძე

ნახევარწლიანი კრიზისის შემდეგ ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 

რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურას ხმა 18-მა ადამიანმა მისცა - ქართული ოცნების 17-მა წევრმა და გახარიას პარტიის ყოფილმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც დამოუკიდებელი წევრია, ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. 

ბათუმში შუალედური არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საკრებულოში ენმ-ს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. პარტიაში აცხადებდნენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის თქმით, ზეწოლის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე იყო.

12 თებერვალს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში  დეპუტატობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე წარადგინა, რომელმაც ცესკოს ცნობით, ხმების 31% მიიღო. 

კომენტარები