ბათუმის საკრებულო

დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – ოპოზიციის წევრები მერის კაბინეტიდან ძალით გაიყვანეს

ბათუმის მერია
აჭარის ტელევიზია

ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაურია. ოპოზიციის წევრები ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კაბინეტი დაიკავეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. საკრებულოს წევრები მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირების შემდეგ, მერისგან რეაგირებას ითხოვენ.

საქმე ეხება ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს, რომელმაც თქვა, რომ მშენებარე ობიექტზე მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ცივი იარაღით თავს დაესხა.  

"119 მშენებლობიდან 50-მდე არის უკანონო. ეს წერია აუდიტის დასკვნაში. ჩინური კვარტალი, რომელსაც აშენებენ ბათუმში, ეს არის კორუფცია. ამბასადორი რომ უკანონოდ აშენებს ბათუმის ბულვარში, ესეც არის უკანონობა. მერიის თანამშრომელი ბესო ცეცხლაძე რომ იარაღით დარბის ქუჩებში, ეს არის ბანდფორმიერბა მერიაში".- თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. 

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თქვა, რომ მომხდარ ფაქტან დაკავშირებით კომენტარს გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს. 

პოლიციამ ოპოზიციის წევრები ძალის გამოყენებით გაიყვანა კაბინეტიდან, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

"მათთვის ნორმალურია რომ იარაღით დადის მერიის თანამშრომელი და ხალხს აშინებს. ჩვენ დაზღვეულები არ ვართ რომ ეს ადამიანი სხვას არ მიადგება იარაღით".- ამბობს ოპოზიციის დეპუტატი. 

ადგილზე იმყოფება ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციასა და კრიმინალში დაადანაშაულა. 

"ასეთი წესით არჩეულ ხელისუფალს ამ რეჟიმში  მოუწევს მუშაობა. ვის უნდა დაუწეროს ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმა? იმ ხალხს ვისი ვალიც აქვს საარჩევნოდ. იარაღით უბრალოდ ხალხთან მაგრები არიან, მაშინ როცა ჩინურ კვარტალში მიდიან, სადაც დასახლება შენდება უკანონო. მშენებლობის შეჩერებაზე ბრძანების დაწერასაც ვერ ბედავენ. ამ მოცემულობაშია ბათუმის თვითმმართველობა, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ გვაქვს".- თქვა ენმ-ის წევრმა გიორგი კირტაძემ. 

სიტუაცია ბათუმის საკრებულოში ამ დრომდე დაძაბულია. ოპოზიცია აცხადებს, რომ შენობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები