ბათუმის საკრებულო

"აქ საკუთარ თავს ვერ ვხედავ" – ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა

მთავარი არხი

პარტია ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოში მანდატს ტოვებს. მისი თქმით, ის საკუთარ თავს ამ მოწვევის საკრებულოში ვერ ხედავ და აქტიურ ბრძოლას სხვა ფლანგიდან განაგრძობს. 

"2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ ძალადობა, ზეწოლა, მუქარა და უმძიმესი პროცესი, რომელმაც დააზიანა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, საარჩევნო პროცესი. შესაბამისად, მე საკუთარ თავს ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად, ვაბგრძელებ ბრძოლას და შრომას. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას. პირიქით, ეს ყველაფერი არის დამატებითი მოტივაცია იმ პროცესში რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად ეფექტურები".- თქვა ირაკლი კუპრაძემ. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა. ბათუმში შუალედური არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საკრებულოში ენმ-ს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. პარტიაში აცხადებდნენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის თქმით, ზეწოლის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე იყო.

12 თებერვალს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში  დეპუტატობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე წარადგინა, რომელმაც ცესკოს ცნობით, ხმების 31% მიიღო. 

კომენტარები